воскресенье, 13 июля 2014 г.

Е ვიტამინი პროსტატის კიბოს განვითარების რისკს 20%-ით ზრდის

Е ვიტამინი პროსტატის კიბოს განვითარების რისკს 20%-ით ზრდის

მამაკაცებმა Е ვიტამინი დიდი რაოდენობით არ უნდა მიიღონ, რადგან მას ჯანმრთელობისთვის არანაირი სარგებელი არ მოაქვს და პროსტატის კიბოს განვითარების რისკს 20%-ით ზრდის, იტყობინებიან ბრიტანელი მეცნიერები.

Е ვიტამინი ბუნებრივად არის თხილეულში, ისპანახსა და ბროკოლში. იგი ორგანიზმს თევზსა და ხორცში არსებული ნივთიერებების შეთვისებაში ეხმარება, რაც იმუნური სისტემის გაძლიერებას და გულის დაავადებების თავიდან არიდებას უწყობს ხელს.
ადრინდელი კვლევებით ამერიკელი მეცნიერები ამტკიცებდნენ, რომ ვიტამინის დიდი  დოზები პროსტატის კიბოს განვითარების რისკს 17%-ით ზრდიდა.
სხვა კვლევამ, რომელშიც 35 000 ამერიკელი და კანადელი მამაკაცები მონაწილეობდნენ და რომლებიც 2001 წლიდან Е ვიტამინს იღბდნენ, აჩვენა, რომ ბევრ მათგანს პროსტატის კიბოს განვითარება აღენიშნა.
სტატია აღებულია საიტიდან www.medportal.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий