пятница, 11 июля 2014 г.

ონკოლოგიური დაავადებებისა და ალერგიული რეაქციების კავშირი

ონკოლოგიური დაავადებებისა და ალერგიული რეაქციების კავშირი

მეცნიერებმა პროფესორ დანიელ კონრადის (Daniel H. Conrad) ხელმძღვანელობით გამოავლინეს კავშირი ალერგიასა და კიბოს შორის. მიღებული შედეგები შეიძლება საფუძვლად დაედოს კიბოს მკურნალობის ახალ მეთოდს ჩვეულებრივი ანტიალერგიული პრეპარატების გამოყენებით.


ცნობილია, რომ ალერგიული რეაქციების მედიატორს - ჰისტამინს გამოიმუშავებს იმუნური უჯრედები ე.წ. პოხიერი უჯრედები. ეს ხდება ალერგენების სხეულში მოხვედრის შემდეგ. ამავდროულად, ჰისტამინი ანთებით პროცესებშიც მონაწილეობს და  სიმსივნეებს იმუნური სისტემისგან იცავს. ექსპერიმენტულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ჰისტამინის სინთეზის ბლოკირება თრგუნავს მელანომის ზრდას.


მკვლევარებმა  დაადგინეს, რომ  ჰისტამინი იწვევს აქტივაციის ინდუცირებას, ხელს უწყობს მიელოიდური უჯრედების-სუპრესორების გადარჩენასა და პროლიფერაციას, რომლებიც იმუნური სისტემის აქტივობის დათრგუნვით ხელ უწყობენ სიმსივნურ ზრდას. უფრო მეტიც, აღმოჩნდა, რომ ეს უჯრედები მიგრირებენ პოხიერი უჯრედების ერთობლიობის ზონაში, რაც იწვევს მათ დაგროვებას ანთებით კერაში, მ.შ. სიმსივნის უშუალო სიახლოვეს. ეს მანკიერი წრე ძლიერდება იმით, რომ პოხიერი უჯრედების მიერ გამოყოფილი ჰისტამინი უზრუნველყოფს მიელოიდური უჯრედების-სუპრესორების მხარდაჭერას.

ჰისტამინი განსაკუთრებულ მასტიმულირებელ ზეგავლენას ახდენს მიელოიდური უჯრედების-სუპრესორების ერთ-ერთ სუბპოპულაციაზე, კერძოდ მონოციტარულ უჯრედებზე. ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ამ უჯრედების რაოდენობა მნიშვნელოვნად მცირდება ისეთი გავრცელებული ანტიჰისტრამინური პრეპარატების ზემოქმედებით, როგორიცაა ცეტირიზინი და ციმეტიდინი.


მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ ალერგიული დაავადებების მქონე ადამიანების სისხლში ცირკულირებს გაცილებით მეტი მიელოიდური უჯრედები-სუპრესორები, ვიდრე იმ ადამიანების სისხლში, რომლებსაც ალერგია არ აღენიშნებათ..

სტატია აღებულია საიტიდან www.medportal.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий