пятница, 11 июля 2014 г.

ქოლესტერინის მაღალი შემცველობა ონკოლოგიური დაავადებების განვითარების საფრთხეს ქმნის

ქოლესტერინის მაღალი შემცველობა ონკოლოგიური დაავადებების განვითარების საფრთხეს ქმნის

ქოლესტერინი არაპირდაპირ მოქმედებს ძუძუს კიბოს განვითარებაზე. როგორც დიუკის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, მისი თანამდევი პროდუქტი - 27-ჰიდროქსიქოლესტეროლი (27НС) - ზრდის სიმსივნის აქტივობას და აგრესიულობის ხარისხს. მისი ეფექტი უტოლდება ესტროგენის ეფექტს, რომელიც შემთხვევათა 75%-ში პასუხისმგებელია სიმსივნური უჯრედების განვითარებასა და ზრდაზე. შესაძლოა, სწორედ ამიტომა არის კიბოს განვითარება სიმსუქნესთან დაკავშირებული.
სპეციალისტებმა დაადგინეს კავშირი სიმსივნის აგრესიულობის ხარისხსა და იმ ფერმენტს შორის, რომელიც 27-ჰიდროქსიქოლესტეროლს გამოიმუშავებს. უფრო მეტიც, აღნიშნული ნაერთის მაღალი კონცენტრაცია ზრდიდა სიმსივნის მდგრადობას მთელი რიგი კიბოს საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებების მიმართ. კერძოდ, ვითარდებოდა რეზისტენტობა ტამოქსიფენის მიმართ.


აღნიშნული თეორია დადასტურებულია მხოლოდ ექსპერიმენტულ ცხოველებზე ჩატარებული კვლევებით, მაგრამ მეცნიერები დარწმუნებულები არიან, რომ ეს აქტუალურია ადამიანებისთვისაც. მათი სიტყვებით, კიბოს მკურნალობისა და პროფილაქტიკის პროცესში ყურადღება უნდა მიექცეს ფერმენტს, რომელიც იწვევს ქოლესტერინის სახიფათო მეტაბოლიტად გარდაქმნას და თავად 27-ჰიდროქსიქოლესტეროლს. არ არის გამორიცხული, რომ კიბოს რისკის შემცირებას ხელს შეუწყობს სტატინები, რომლებიც ამცირებენ ქოლესტერინის შემცველობას. ჯერჯერობით, მედიკები გვირჩევენ მივდიოთ ცხოვრების ჯანსაღ წესს და არ დავუშვათ ქოლესტერინის დონის მატება.
სტატია აღებულია საიტიდან www.medportal.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий