воскресенье, 13 июля 2014 г.

ტესტოსტერონის დიდი კონცენტრაცია ადამიანს დაუცველ ხდის ონკოლოგიური დაავადებების მიმართ

ტესტოსტერონის დიდი კონცენტრაცია ადამიანს დაუცველ ხდის ონკოლოგიური დაავადებების მიმართ

ტესტოსტერონის ბუნებრივად მაღალი დონე ზრდის პროსტატისა და ფილტვების  კიბოს განვითარების რისკს. ამასთან დაკავშირებით მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ის დანამატები, რომლებიც ჰორმონალურ დონეზე მოქმედებენ და მამაკაცების მიერ გამოყენებულია კუნთოვანი მასის მომატებისა და პოტენციალის გაუმჯობესებისათვის, შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს ორგანიზმისთვის.


მკვლევარებმა სპეციალურად გააანალიზეს 70-80 წლის მამაკაცების მონაცემები. ნაწილს აღენიშნებოდა კიბოს დიაგნოზი და სისხლში თავისუფალი ტესტოსტერონი 290 პიკომოლი ლიტრზე კონცენტრაციით. ჯანმრთელი მამაკაცებისთვის ეს მაჩვენებელი შეადგენდა 277 პიკომოლს ლიტრზე.


განსაკუთრებით გამოკვეთილი კავშირი ჰორმონებსა და დაავადებას შორის გამოვლინდა ფილტვის კიბოს შემთხვევაში, როდესაც თავისუფალი ტესტოსტერონის კონცენტრაცია აღწევდა 317 პიკომოლს ლიტრზე.


კვლევის ხელმძღვანელი დასავლეთ ავსტრალიის სამედიცინო კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელი ზოე ჰაიდი აღნიშნავს, რომ ფილტვის კიბოს განვითარების მექანიზმი განსხვავებულია ქალებსა და კაცებში. გარდა ამისა, მოწევა ზრდის ტესტოსტერონის დონეს, რაც ასევე გასათვალისწინებელი ფაქტორია. მისი თქმით, ჰორმონალური თერაპია მოითხოვს ხანგრძლივ დაკვირვებას.
სტატია აღებულია საიტიდან www.medportal.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий