воскресенье, 13 июля 2014 г.

ხანგრძლივი სტრესი და დეპრესია ხელს უწყობს ონკოლოგიური დაავადებების განვითარებას

ხანგრძლივი სტრესი და დეპრესია ხელს უწყობს ონკოლოგიური დაავადებების განვითარებას

ხანგრძლივი სტრესული მდგომარეობა და დეპრესია ადამიანის ორგანიზმში ქმნის
პირობებს, რომლებიც ხელს უწყობენ ონკოლოგიური დაავადებების განვითარებას. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ამერიკელი მეცნიერები კიბოს შესწავლის ანდერსონის ცენტრიდან (ჰიუსტონი, აშშ).
ბოლო წლებში მსოფლიოს მეცნიერები ვარაუდობდნენ დამოკიდებულების არსებობას დეპრესიულ მდგომარეობასა და კიბოთი დაავადებას შორის. თუმცა ამჟამად პირველად იქნა მიღებული შესაბამისი მტკიცებულებანი ბიოლოგიურ დონეზე.
როგორც კვლევის ხელმძღვანელმა პროფესორმა ენილ სოდმა განაცხადა, იმ პაციენტებში, რომლებიც განიცდიდნენ დეპრესიას, აღმოჩენილი იქნა გარკვეული პროტეინის (Focal Adhesion Kinase - FAK) მრავალჯერადად მომატებული რაოდენობა, ეს უკანასკნელი ხელს უწყობს კიბოს უჯრედების წარმოქმნას და მეტასტაზების გავრცელებას.
უფრო მეტიც, გახანგრძლივებული სტრესის ან დეპრესიის მდგომარეობაში მყოფი ადამიანის ორგანიზმში გამომუშავებული პროტეინი ნორეპინეფრინი მოქმედებს, როგორც კიბოთი დაზიანებული უჯრედების გავრცელების დამაჩქარებელი.
”ჩვენი სამუშაო ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ დეპრესია ხელს უწყობს ონკოლოგიურ დაავადებების განვითარებას”, - განაცხადა ენილ სოდმა.
სტატია აღებულია საიტიდან www.medportal.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий