среда, 16 июля 2014 г.

კიბოს ებრძვიან ”ტროას ცხენის” პრინციპით

კიბოს ებრძვიან ”ტროას ცხენის” პრინციპით

სპეციალურად შექმნილმა ვირუსებმა, რომლებიც სიმსივნეში აღწევენ ”ტროას ცხენის”

პრინციპით, საკმაოდ მაღალი ეფექტურობის დემონსტრირება მოახდინეს თაგვებზე ჩატარებული ტესტების სერიის შემდეგ. აღნიშნული დასკვნა გაკეთდა ახლახან ჩატარებული კვლევის შედეგად, რომლის მასალებიც გამოქვეყნდა კიბოს კლინიკური კვლევების შესახებ არსებულ ჟურნალში.


ინოვაციურმა თერაპიამ შეძლო მოეხდინა პროსტატის კიბოს სრული ლიკვიდაცია თაგვების რამდენიმე ჯგუფში ისე, რომ არანაირი მავნე ზეგავლენა არ მოუხდენია ორგანიზმზე. უახლოეს მომავალში მეთოდიკა გამოიცდება ადამიანებზე და თუკი მისი შედეგები ასეთივე შთამბეჭდავი იქნა, თერაპია - ”ტროას ცხენი” აუცილებლად დაიმკვიდრებს წამყვან ადგილს ონკოლოგიური ცენტრების არსენალში მთელი მსოფლიოს მასშტაბით.


ახალი მედიკამენტის მოქმედების პრინციპი საკმაოდ რთული და ჩახლართულია. მეცნიერები იღებენ ადამიანის სისხლის ნიმუშებს და მის თეთრ სხეულაკებს ასნებოვნებენ სპეციალურად შექმნილი ვირუსებით. ავთვისებიან სიმსივნეში მოხვედრის შემთხვევაში ამ უჯრედებს შეუძლიათ გაანადგურონ ისინი. ვირუსით ადამიანის დაინფიცირება შეუძლებელია - ასეთ შემთხვევაში ორგანიზმის იმუნური სისტემა მას გაანადგურებს და ის ვერ შეძლებს კიბოსათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას. თავად ადამიანის სისხლის თეთრი უჯრედები არის სწორედ ეს ”ტროას ცხენი” - რომელიც ქიმიოთერაპიის შემდეგ ისევ ბრუნდება მედიკოსების დახმარებით სისხლის მიმოქცევაში და იწყებს ცირკულირებას ორგანიზმში.


თავდაპირველად სისხლის უჯრედებიდან თითოეული მხოლოდ ვირუსის ორი უჯრედით ინფიცირდება, თუმცა რამდენიმე ხნის შემდეგ ადამიანისათვის უვნებელი ვირუსი იწყებს აქტიურად გამრავლებას, რის გამოც დაახლოებით 12 საათის შემდეგ გადავსებული სისხლის უჯრედები სკდება და თითოეული უჯრედი გამოყოფს 10 ათასამდე ვირუსს. მიაღწევს რა სიმსივნის უჯრედებს, ვირუსი აინფიცირებს მათ და უმცირეს დროში ანადგურებს ისე, რომ არანაირ ზიანს არ აყენებს ორგანიზმს. აქამდე ჩატარებული ტესტების შედეგების მიხედვით, ვირუსი არამარტო ეწინააღმდეგება სიმსივნის გავრცელებას, არამედ ხელს უშლის მის მეტასტაზირებას, რაც მიუღწეველია დღეისათვის არსებული მკურნალობის ყველა მეთოდისათვის.


კვლევის ფარგლებში წინამდებარე ჯირკვლის კიბოს მქონე თაგვები დაყოფილი იქნა ორ ჯგუფად. ერთი ჯგუფს უტარდებოდა ექსპერიმენტული თერაპია, ხოლო მეორეს არანაირ მკურნალობას არ უტარებდნენ. კვლევა გრძელდებოდა 40 დღე. ამ დროის გასვლის შემდეგ მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ექსპერიმენტული თერაპიის ჯგუფში ყველა თაგვი გადარჩა და შეძლო დაემარცხებინა სიმსივნე. ონკოლოგიურმა დაავადებამ უკან დაიხია შემთხვევათა 100%-ში ისე, რომ არ დაუტოვებია არანაირი კვალი. გამოჯანმრთელებულ თაგვებში ასევე მინიმუმადე იყო შენარჩუნებული ანთების მარკერები, რაც მეტყველებს იმაზე, რომ დაავადების რეციდივის რისკი ან მეტასტაზების გაჩენის საშიშროება მინიმალურია.
სტატია აღებულია საიტიდან www.medportal.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий