воскресенье, 13 июля 2014 г.

ანთება – წინამდებარე ჯირკვლის ონკოტრანსფორმაციის მიზეზი

ანთება – წინამდებარე ჯირკვლის ონკოტრანსფორმაციის მიზეზი

არსებობს იმის დამამტკიცებელი საბუთი, რომ წინამდებარე ჯირკვლის ანთებას
გარკვეული როლი გააჩნია ამ ორგანოს უჯრედების როგორც კეთილთვისებიან ჰიპერპლაზიად გარდაქმნაში, ასევე ავთვისებიან ტრანსფორმაციაში. ანთებამ შესაძლოა კანცეროგენეზის ინიცირება გამოიწვიოს, რასაც გენომის დაზიანება მოყვება. 
კვლევის ავტორებმა გააანალიზეს საკუთარი გამოცდილება და ლიტერატურული მონაცემები, რათა დაედგინათ პროსტატიტსა და პროსტატის ტრანსფორმაციას შორის არსებული ურთიერთკავშირი. პროსტატიტის მქონე პაციენტები 57%-ში გამოვლენილ იქნა წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია. ამასთან, მისი პროგრესირებისა და შარდის მწვავე შეკავების რისკი, სხვა პაციენტებთან შედარებით, სარწმუნოდ მაღალი იყო პროსტატიტის მქონე პაციენტებში. კვლევის ავტორებმა დაადგინეს, რომ ციკლოოქსიგენაზა-2-ის ინჰიბიტორების მიღება 5-ალფა-რედუქტაზას ინჰიბიტორებთან ერთად ზრდის აპოპტოზის ინდექსს პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის უჯრედებში. 
პროსტატის კიბოს მქონე პაციენტთა გამოკვლევისას დადგინდა, რომ ჯირკვლის ბაქტერიული კოლონიზაცია და ქრონიკული ანთება გაცილებით ხშირად აღინიშნება პროსტატის კიბოს დროს. გენეტიკურმა კვლევებმა ასევე დაადასტურეს, რომ პროსტატის კიბოს გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზს შესაძლოა ქრონიკული ანთება წარმოადგენდეს. როგორც კვლევის ხელმძღვანელმა, პროფ. დე მარცომ ივარაუდა, პროლიფერაციული ანთებითი ატროფია წარმოადგენს ინტრაეპითელური ნეოპლაზიის წინამორბედს.
სტატია აღებულია საიტიდან www.medportal.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий