воскресенье, 13 июля 2014 г.

ინგლისელი ონკოლოგები გვთავაზობენ კიბოს მკურნალობას ოსმიუმის მეშვეობით

ინგლისელი ონკოლოგები გვთავაზობენ კიბოს მკურნალობას ოსმიუმის მეშვეობით

ძვირფასი მეტალები, რომლებიც არასდროს ყოფილა გამოყენებული კლინიკურ
პრაქტიკაში, შესაძლოა იქცნენ კიბოს საწინააღმდეგო, ახალ აგენტებად, თვლიან ვარვიკის უნივერსიტეტის მედიკოსები. 
ოსმიუმი – ეს არის ძვირფასი მეტალი, რომელიც გავს პლატინას, ეს უკანასკნელი კი ფართოდ გამოიყენება ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობაში პრეპარატ ცისპლატინის სახით. ონკოლოგების აზრით, ოსმიუმს გააჩნია პოტენციური დადებითი თვისებები ამ მეტად გავრცელებული და საშიში დაავადებების მკურნალობაში. 
მიუხედავად იმისა, რომ კლინიკურად დამტკიცებულია ცისპლატინის სარგებელი, ეს წამალი არ არის ეფექტური კიბოს ყველა ფორმის დროს და ამასთან მას გააჩნია ტოქსიკური გვერდითი ეფექტების ფართო სპექტრი. გარდა ამისა, უჯრედებს შესაძლოა ჩამოუყალიბდეთ მდგრადობა პლატინის მიმართ. ოსმიუმს გააჩნია განსაკუთრებული ქიმიური თვისებები, რაც კიბოს ახალი, უფრო საიმედო და უსაფრთხო თერაპიის შემუშავების საშუალებას იძლევა. 
ლაბორატორიულ ექსპერიმენტებში ოსმიუმმა აჩვენა დიდი პერსპექტივა ზოგიერთი ტიპის კიბოს უჯრედების მუშაობის ბლოკირებაში, მათ შორისაა საკვერცხის და მსხვილი ნაწლავის კიბო. 
ამ მეტალს გააჩნია ერთი მთავარი უპირატესობა პლატინასთან მიმართებაში – ის გაცილებით იაფია. 
დღესდღეობით მეცნიერები დაკავებული არიან ოსმიუმის შემცველი ისეთი ნაერთების შექმნაში, რომელთა დახმარებით შესაძლებელი გახდება სიმსივნის საწინააღმდეგო ალტერნატიული მედიკამენტების შექმნა. მეტალის დამფარავი ატომური კარკასის ცვლილების შედეგად სპეციალისტები შეძლებენ არამარტო ოსმიუმის დნმ-თან ურთიერთქმედების კონტროლირებას, არამედ ასეთ კავშირებზე გავლენის მოხდენას. 
ოსმიუმი პლატინისგან განსხვავდება იმითაც, რომ მას შესწევს კიბოს უჯრედების განადგურება სხვადასხვა გზით, ამიტომ მისი გამოყენება შესაძლებელი იქნება კომბინაციური თერაპიაში.
სტატია აღებულია საიტიდან www.medportal.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий