воскресенье, 13 июля 2014 г.

მზისგან დამცავი კრემები უეფექტოა კანის კიბოს წინააღმდეგ

მზისგან დამცავი კრემები უეფექტოა კანის კიბოს წინააღმდეგ

დიდი ბრიტანეთის უნივერსიტეტი და კანის კვლევების ინსტიტუტი გვაფრთხილებს,
რომ მზისგან დამცავი კრემები ვერ გვიცავს  კანის კიბოს განვითარებისაგან.  კრემის გამოყენების მიუხედავად, ულტრაიისფერი სხივები მაინც ახერხებენ იმ გენების დაზიანებას, რომლებიც უნდა იცავდნენ დნმ-ს დაზიანებისგან.


უტრაიისფერი დასხივების ეფექტი გამოცდილი იქნა ორი თვის ასაკის მქონე თაგვებზე. ცხოველებში აღინიშნა BRAF გენის მუტაცია, რომელიც ზრდის მელანომის განვითარების რისკს. მზისგან დამცავი კრემის გარეშე აღინიშნა დნმ-ის პირდაპირი დაზიანება კანის პიგმენტურ უჯრედებში. უფრო ზუსტად, დაფიქსირდა ანომალიები გენში p53,  რომელიც, ჩვეულებრივ, იცავს ულტრაიისფერი სხივების ზეგავლენით დნმ-ს დაზიანებისაგან.


კრემის გამოყენების შემდეგ დაზიანების ხარისხი შემცირდა, მაგრამ მაინც რჩებოდა გამოვლინების დონემდე. სპეციალისტების განმარტებით, კრემის გამოყენება საკმარისი არ არის. მზეზე ყოფნის დროს არანაკლებ SPF 30 UV-ფილტრის მქონე მზისგან დამცავი საშუალების გამოყენების გარდა აუცილებელია შეიქმნას ფიზიკური ბარიერიც - ფართე ფარფლიანი მზისგან დამცავი ქუდი, ტანსაცმელი, სათვალეები. თუკი ადგილი აქვს მზისგან განვითარებულ დამწვრობას, ე.ი. დაზიანე ბულია უჯრედების დნმ. დროთა განმავლობაში ამან შეიძლება კიბოს განვითარებას შეუწყოს ხელი.
სტატია აღებულია საიტიდან www.medportal.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий