воскресенье, 13 июля 2014 г.

სისხლის კიბოს საწინააღმდეგო საშუალება

სისხლის კიბოს საწინააღმდეგო საშუალება

ლეიკემიისგან განკურნება არა არის ადვილი, მაგრამ სამხრეთ ავსტრალიის სამედიცინო

კვლევითი ინსტიტუტი და ადელაიდის უნივერსიტეტის კიბოსსაწინაარმდეგო მედიცინის ცენტრი აცხადებენ, რომ მათი მკურნალობის მეთოდი ყველა პრობლემას გადაწყვეტს. როგორც News.com.au აღნიშნავს, ახალი საშუალება გვერდით ეფექტებს ამცირებს.


თერაპიის ძირითადი აზრი ისაა, რომ მოხდება კიბოს უჯრედების თვითლიკვიდაცია. ეს კიბოს განმეორებით წარმოშობას აღკვეთს. ახალი თერაპია ხანმოკლეა სხვა კიბოსსაწინააღმდეგო საშუალებებთან შედარებით. მეცნიერებმა პრეპარატი მიიღეს ცილა STAT 5-ზე წარმოებული მანიპულაციების შედეგად. ეს ცილა განსაზღვრავს კიბოს უჯრედი განადგურდება თუ არა.

აღნიშნული ცილის ბლოკირება ბაზარზე  უკვე არსებული პრეპარატებითაა შესაძლებელი. ე.ი. კიბოსსაწინააღმდეგო ახალი საშუალების მიღება სირთულეს არ წარმოადგენს. როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, ეს ახალი მიდგომა ეფექტური იქნება სხვადასხვა ტიპის კიბოს შემთხვევაშიც.
სტატია აღებულია საიტიდან www.medportal.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий