воскресенье, 13 июля 2014 г.

კიბოსადმი გენეტიკური განწყობის დამარცხება შესაძლებელია

კიბოსადმი გენეტიკური განწყობის დამარცხება შესაძლებელია

თუკი ქალს აღენიშნება „კიბოს გენის“ (BRCA1) არსებობა, მან ან უნდა მოიცილოს მკერდი
და საკვერცხეები ან იმის იმედად იყოს, რომ გადაურჩება კიბოს განვითარებას. ბელფასტის სამეფო უნივერსიტეტის სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ არსებობს პრეპარატები, რომლებიც გენეტიკის მიუხედავად ამცირებენ კიბოს განვითარების რისკს, წერს The Daily Mail.


მუტაცია ძუძუსა და საკვერცხეების  კიბოს განვითარების რისკს ზრდის, შესაბამისად, 85% და 40%-ით. მეცნიერების თქმით, რისკის შემცირებისთვის საჭიროა ესტროგენის კონცენტრაციის დამაქვეითებელი პრეპარატების მიღება. არსებობს პირდაპირი კავშირი ესტროგენის კონცენტრაციასა და დნმ-ის დაზიანებას შორის, რომელიც კიბოს განვითარებას იწვევს.

BRCA1 მუტაციის მქონე ქალის უჯრედები ვერ უმკლავდება ესტროგენების მაღალ კონცენტრაციას, რომელიც არსებობს ძუძუსა და საკვერცხის ქსოვილებში. ჰორმონალურ ფონზე მოქმედი პრეპარატები ოპერაციის ალტერნატივა შეიძლება გახდეს. ნაყოფის ჩასახვის სურვილის შემთხვევაში ქალს შეუძლია დროებით შეწყვიტოს პრეპარატების მიღება.


ამჟამად მეცნიერები ემზადებიან კლინიკური კვლევების წარმოებისთვის. ეფექტურობის განსაზღრისთვის იგეგმება ბიოფსიის წარმოება, სისხლისა და შარდის ანალიზი, რაც დნმ-ის დაზიანების ხარისხს აჩვენებს.
სტატია აღებულია საიტიდან www.medportal.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий