воскресенье, 13 июля 2014 г.

სპილენძი - კიბოს საწინააღმდეგო მკურნალობის ახალი სამიზნე

სპილენძი - კიბოს საწინააღმდეგო მკურნალობის ახალი სამიზნე

მეცნიერთა თქმით, ზოგიერთი ტიპის კიბოსთვის აუცილებელია სპილენძი, რაც
შეიძლება გახდეს სწორედ დაავადების სუსტი წერტილი, იტყობინება The Telegraph. აქედან გამომდინარე, სპილენძის შთანთქმის მაბლოკირებელ პრეპარატებს შეუძლიათ შეცვალონ თანამედროვე კიბოს საწინააღმდეგო მკურნალობის მიდგომა.


BRAF გენის მუტაციით მიმდინარე კიბო ზრდისთვის სპილენძს საჭიროებს. ამ კატეგორიას ეკუთვნის მელანომა, კანის კიბო. დიუკის უნივერსიტეტის პროფესორი ქრისტოფერ კაუნტერი აცხადებს, რომ BRAF გენი ჩართულია უჯრედების რეგულირებასა და დიფერენციაციაში. კიბოს აგრესიული უჯრედები უკიდურესად არადიფერენცირებულია. მუტაციის შემდეგ BRAF გენი  უჯრედებს ანომალურად განვითარებას აიძულებს.

ლაბორატორიულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ აღნიშნული მუტაციის მქონე კიბოს უჯრედების მიერ სპილენძის შთანთქმის პროცესის ბლოკირება კიბოს ზრდის დათრგუნვას იწვევდა. ანალოგიური რეზულტატები მიიღეს ვილსონის დაავადების სამკურნალო პრეპარატის გამოყენებისას. ეს გენეტიკური დარღვევა ქსოვილებში სპილენძის დაგროვებას იწვევს, რის გამოც ზიანდება თავის ტვინი და ღვიძლი.

როგორც ირკვევა, ასეთი წამლები შეიძლება გამოვიყენოთ მელანომის და კიბოს სხვა ტიპის, მათ შორის, ფილტვებისა და ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მკურნალობისას. კლინიკური კვლევების განხორციელებაზე თანხმობა უკვე მიღებულია და უახლოეს მომავალში დიუკის უნივერსიტეტის გუნდი შეამოწმებს  სპილენძის დონის შემამცირებელი პრეპარატების ეფექტურობას მელანომის მქონე პაციენტებისთვის.
სტატია აღებულია საიტიდან www.medportal.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий