воскресенье, 13 июля 2014 г.

სპეციალური სათვალეები ქირურგებს კიბოს უჯრედების ამოცნობაში დაეხმარება

სპეციალური სათვალეები ქირურგებს კიბოს უჯრედების ამოცნობაში დაეხმარება

სენტ-ლუისის ვაშინგტონის უნივერსიტეტის მეცნიერები მუშაობენ სპეციალური სათვალეების შექმნაზე კიბოს საზღვრების სწრაფი დიაგნოსტირების მიზნით. ეს სიახლე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ქირურგებისთვის, რათა მოხდეს სიმსივნის სრულად მოცილება, წერს ScienceDaily. 
ამჟამად მიმდინარეობს მოწყობილობის ტესტირება. სათვალეების ფორმის დისპლეი აღჭურვილია სპეციალური კამერით, რომელიც ავლენს კიბოს უჯრედებთან რეაქციაში შესულ კონტრასტულ აგენტს. მონიშნული უჯრედების განსაზღვრა ხდება ვიდეოტექნოლოგიის დახმარებით. შედეგად, ქირურგი ხედავს პათოლოგიური პროცესის მკვეთრ საზღვრებს და შეუძლია სიმსივნის სრულად მოცილება, რაც მეტასტაზირების საშიშროებას მოხსნის. 
ეს მოწყობილობა ნამდვილად დიდი გარღვევა იქნება ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობაში.
სტატია აღებულია საიტიდან www.medportal.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий