воскресенье, 13 июля 2014 г.

“მოდური” ანტიოქსიდანტები სახიფათოა კიბოს ფარული მიმდინარეობის შემთხვევაში

“მოდური” ანტიოქსიდანტები სახიფათოა კიბოს ფარული მიმდინარეობის შემთხვევაში

ვიტამინმა Е, С, А და სხვა ანტიოქსიდანტებმა შეიძლება ფილტვის კიბოს განვითარების ალბათობის გაზრდა გამოიწვიოს იმ ადამიანებში, რომლებიც მომატებული რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან. ეს ეხება, მაგალითად, მწეველებს, იტყობინება Xinhua.


გეტებორგის უნივერსიტეტის სპეციალისტების მიერ მოხდა Е ვიტამინის და პრეპარატი N-აცეტილ ცისტეინის ტესტირება ფილტვის მცირე სიმსივნეების მქონე ექსპერიმენტულ ცხოველებზე. შვედი მკვლევარების შედეგების მიხედვით, ორგანიზმში შეყვანილმა ნაერთებმა სიმსივნეების რაოდენობა სამჯერადად გაზარდა და კიბოს მიმდინარეობა უფრო აგრესიული გახადა. ანტიოქსიდანტების ნეგატიური ეფექტი დოზების პირდაპირპროპორციული იყო.


ანალოგიური შედეგები მიიღეს ადამიანის კიბოს უჯრედებზე წარმოებულ ექსპერიმენტშიც. ნაერთები  კიბოს უჯრედების ზრდის პროვოცირებას კიბოს დამთრგუნველი ცილა p53-ის კონცენტრაციის შემცირების ხარჯზე იწვევდნენ. გარდა ამისა, ადგილი აქვს ჟანგბადის რეაქტიული ფორმების მოცილებას,  რომელიც ვნებს როგორც ჯანსაღ, ისე კიბოს უჯრედებს.


მკვლევარები გეგმავენ სხვა ანტიოქსიდანტების ტესტირებას კიბოს სხვადასხვა სახეობების შემთხვევაში.
სტატია აღებულია საიტიდან www.medportal.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий