воскресенье, 13 июля 2014 г.

ზეითუნის ზეთი ძუძუს კიბოს განვითარების რისკს ამცირებს

ზეითუნის ზეთი ძუძუს კიბოს განვითარების რისკს ამცირებს

მეცნიერებმა ადამიანის ორგანიზმისთვის ზეითუნის ზეთის სარგებლიანობის  მორიგი დადასტურება აღმოაჩინეს, დაადგინეს რა, რომ მისი კომპონენტები ამცირებენ ძუძუს კიბოს განვითარების რისკს მენოპაუზის პერიოდში მყოფ ქალებში. გარდა ამისა, ჰიდროქსითიროზოლი, ზეითუნის ზეთის ძირითადი კომპონენტი, იწვევს არტერიული წნევის ნორმალიზებასა და ინსულტის განვითარების რისკის შემცირებას, იტყობინება DNA India.

ონკოლოგებმა მეცნიერულად დაამტკიცეს, რომ არსებობს კავშირი ძუძუს ქსოვილის მდგომარეობასა და მასში ონკოლოგიური პროცესის განვითარებას შორის. ძუძუს ქსოვილის სიმკვრივის მატება კიბოს განვითარების რისკის მაჩვენებელია, ხოლო სიმკვრივის 1%-ით შემცირება კიბოს განვითარების რისკს 2%-ით ამცირებს. დამტკიცებულია, რომ ჰიდროქსითიროზოლი  უწყობს ხელს ჯირკვალში მეტაბოლიზმის ნორმალიზებას და ეწინააღმდეგება პათოლოგიური პროცესების განვითარებას.


ამ ნივთიერების შესაძლო გვერდითი მოვლენების დასადგენად მეცნიერები გეგმავენ კვლევის ჩატარებას ქალებზე, რომელთაგან ნახევარი მენოპაუზის პერიოდშია, ხოლო მეორე ნახევარი ჯერ არ არის ამ ფიზიოლოგიურ მდგომარეობაში. მოხალისეები მთელი წლის მანძილზე მიიღებენ ჰიდროქსითიროზოლის შემცველ კაფსულებს. გამოკვლევა ჩატარდება ყოველ სამ თვეში ერთხელ.
სტატია აღებულია საიტიდან www.medportal.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий