воскресенье, 13 июля 2014 г.

კანის კიბოს სამკურნალო ახალი საშუალება

კანის კიბოს სამკურნალო ახალი საშუალება

მკვლევართა განცხადებით მნიშვნელოვანი გარღვევა მოხდა კანის კიბოს მკურნალობაში. ახალ პრეპარატს შეუძლია ეფექტურად გაუმკლავდეს ამ  სასიკვდილო დაავადებას, იტყობინება The Telegraph. როგორც აღნიშნავენ, ამ პრეპარატის მიღების შემდეგ პაციენტების მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა.
მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ძალიან მიუახლოვდნენ მელანომის შორსწასული შემთხვევების ეფექტური სამკურნალო საშუალების შექმნას. აქამდე ამ დაავადების მქონე ადამიანების სიცოცხლის  ხანგრძლივობა ძალიან მცირე იყო და მათი უმრავლესობა იღუპებოდა დიაგნოზის დასმიდან ერთი თვის მანძილზე. "ჩვენ ვიმყოფებით  კიბოს მკურნალობის ახალი ერის დასაწყისში იმუნური სისტემის დახმარებით. მხოლოდ კვლევების შედეგად შევძელით იმის გაგება, თუ რა არის აუცილებელი ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობის ახალი მეთოდების შემუშავებისათვის ", - განაცხადა პროფესორმა პიტერ ჯონსონმა დიდი ბრიტანეთის კიბოს კვლევის ფონდიდან. 
მეცნიერებმა ახალი საშუალების შესაქმნელად გამოიყენეს კომბინაცია ორი პრეპარატისა: იპილიმუმაბასა და ანტი-PD1s-ის, რომლებიც ანადგურებენ კიბოს უჯრედების დაცვას. მკველავარების განცხადებით, მკურნალობის ახალი მეთოდი ეფექტური აღმოჩნდა ყოველი მეექვსე ავადმყოფისთვის. მათივე თქმით, პრეპარატების კომბინაცია გადაარჩენს ავადმყოფთა ნახევარზე მეტს.
სტატია აღებულია საიტიდან www.medportal.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий